четверг, 18 декабря 2008 г.

ფული

1.პროექტის სახელი: ფული
2. მოკლე აღწერა : შეისწავლონ მოსწავლეებმა მსოფლიოს ფულის ბანკნოტენი.
3. პროექტის სრული აღწერა: ფული ეს ისეთი რამეა რომ აუცილებელია ყვეთლასათვის. დასაბამიდან ფულით განისაზღვრებოდა ადამიანის სტატუსი და მდგომარეობა, მართალია ილიამ გვითხრა ფული ხელის ჭუჭყიაო მაგრამ არც იმდენი არა გვაქ რომ ხელის ჭუჭყად გვექცეს.
ბავშვებმა უნდა შეისწავლონ სმოფლიოში არსებული ფულის კუპიურები. რომელ ქვეყანაში რა სახელწოდების ფული არსებობს , გამოიკვლიონ ფულის წარმოშობის ისტორია, რომელ ქვეყანაში წაროიშვა და რა სახის ფული არსებობდა ისტორიის განვითარების საფეხურებზე, შეისწავლონ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორია და გეოფგაფია ფულთან ერთად.
4. მონაწილეთა ასაკი: ქართული ფულის ბანკნოტების მოძიება და მათი შესწავლა IV-V კლასებსაც შეუძლია.
ხოლო მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის შესწავლა ფულთან ერთად შეუძლია VI, VII,VIII,IX, X, XI და XII კლასებსაც.
5.ვადები და ხანგრძლივობა: განხორციელების ვადაა 2009 წლის ივნისამდე
6. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკამ შეიძლება ფულის საშუალებით ასწავლოს მიმატება გამოკლება , წილადები და ასე შემდეგ.
ისტორია- არსებული ქვეყნების ისტორიული შესწავლა და ქართულიფულის ისტორიაც,
გეოგრეფია- ქვეუნები რომელთა ვალუტაც შესწავლილი იქნება ეს ქვეყნებიც შეისწავლონ გეოგრაფიული მდებარეობა. რომელი მდინარეები და ტბები არსებობს ამ ქვეყანაში, რომელია ამათ შორის ყველაზე გრძელი.რომელი ტბაა ყველაზე ღრმა.
ქართული-ცნობილი პიროვნებები რომლებიც არიან ბანკნტებზე გამოსახული მათი ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლა და გარჩევა.
უცხო ენა- ცნობილი ადამიანების ნაწარმოებებისა და მათი ბიოგრაფიების მომზადება სასურველ უცხო ენაზე. აკით ბავშვები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
ქიმი- შესწავლილი იქნას ფულის ქიმიური შემადგენლობა, და არის თუ არა მათ შემადგენლობაში განსხვავება, თუ რომელიმე ახალი ნივთიერებაა მათი გამოყოფა და შესწავლა, არსებული ნივთიერებების გახსენება.
ხელოვნება-გამოჩენილი ადამიანები ვინც არის ხელოვანი მაგ.ფიროსმანი მათი ნახატების შესწავლა და სხვა ნახატების ნახვა და გაცნობა ბავშვებისათვის.
7.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ისწავლიან არქივებში და მუზეუმებში მუშაობას, რაც მთავარია ინტერნეტთან მუშაობას შეეჩვევიან. შეიძლება გაკეთდეს ალბომი და ქვეყნების ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა და მას თან დაედოს მოქმედი ვალუტის ფოტო, მოპოვებული ფოტოებით შეიძლება გაკეთდეს გამოფენა.
8.სარგებელი სხვისთვის: ბავშვები რომლებიც არ იქნებიან ჩართული ძიებაში მათთვის მოხდება ამ მასალის გაცნობა და სურათების ჩვენება. შეიძლება მოეწყოს ექსკურსია და ბავშვებმა ნახოს მუზეუმში დაცული ძვლი მონეტები.მოეწყოს ექსკურსია გალერეებში და ბავშვებმა ნახონ ხელოვნების სხვა ნიმუშები.
9.სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლა,
სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის №1 საჯარო სკოლა
11.ფასილიტატორის სახელი: აზა ბარბაქაძე
12. ფასილიტატორისა ელ-ფოსტა: tatiaandx@gmail.com
13.პროექტის ფორუმი: საცდელი პროექტი ,,ფული“
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: msofliospuli.blogspot.com